|
2025-03-24 13:05:36, 824 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა ე.წ „აგენტების კანონზე“ სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი უკან გაიწვია
მიხეილ ყაველაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების თაობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარს ამბობს. შესაბამის ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)