|
2025-03-24 12:04:30, 800 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!
ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! - ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, საქართველო არის არჩევანის წინაშე - „დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!“ „საქართველო არჩევანის წინაშეა - დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის! ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა ევროპული მომავალი დავიბრუნოთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ! ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია! ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას! ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის!“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)