14:36 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 09:26:21, 560 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს ეწვევა

,,ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს ეწვევა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.

„ასევე, პიტერ სიიარტოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის „ელჩების კონფერენციაში", სადაც კოლეგასთან ერთად ჩაერთვება პანელურ დისკუსიაში.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი საჯარო ლექციას გამართავს უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრება.

კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები პრესასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics