17:29 - 25 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 17:52:09, 994 ნახვა

გებელШина საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რეჟიმის დამცველი გვამები

საქართველოს პირველ არხში პროცესები სავალალოდ ვითარდება, რეჟიმის მხარდამჭერი ბორდის წევრები გებელსებად გადაიქცნენ და განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების დასჯას, პროკურატურის ჩართულობით ითხოვენ.

ვასილ მაღლაფერიძის და გიორგი კოხრეიძის რეჟიმისადმი მსახურება ანდა გნებავთ მონობა ახალი არაა, თუმცა გებელსური (გებელსი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი რედ.) ერთგულება მაინც ყველა მოლოდინს აჭარბებს.

საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდში დასვენებული გვამებიც ფუნქცია მხოლოდ რეჟიმის დაცვა და განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების დასჯაა. არადა ამ ტელევიზიას ხალხი, საქართველოს მოქალაქეები 100 მილიონით აფინანსებს და მრავალათასიანი ხელფასები ბორდის გვამებს არაფერში აქვთ გამოწერილი. არაფერში როგორ, რეჟიმის დაცვაში და გებელსური პროპაგანდის გატარებაში.

მაგალითად ცნობილი გახდა რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს თურქულ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს UEFA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღნიშნული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს.

"არათუ საქართველო-სომხეთის მატჩს, არამედ საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს ვიღებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსით. ეს არის თურქული კომპანია, ვინაიდან შესაბამისი "პეტეეს" საქართველოს არ გააჩნია, რომელიც UEFA-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს, ყოველ ჯერზე ჩამოგვყავს თურქული კომპანია, რომელთანაც მრავალწლიანი კონტრაქტი არსებობს. ეს თურქული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს, ან არ ქირაობა კახა მელიქიძეს. შესაბამისად, მათ უნდა მიმართოთ, ამჯერად რატომ არ იქირავეს მათ კახა მელიქიძე”, – ამბობს პირველი არხის წარმომადგენელი რუსუდან მანჯგალაძე.

იქამდე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რეჟისორი კახა მელიქიძე სპორტში პოლიტიკის შემოტანაში დაადანაშაულეს მატჩის მსვლელობისას დინამოს სტადიონზე სალომე ზურაბიშვილის კადრის ჩვენების გამო.

3 თებერვალს კახა მელიქიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლირების დროს ტელევიზიის ხელმძღვანელი პირები მას ირაკლი კობახიძის ეთერში რაც შეიძლება ხშირად ჩვენებას სთხოვდნენ.

ამის შესახებ პირველი არხის რეჟისორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ხელმძღვანელმა პირებმა "დაიბარეს", როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კადრი აჩვენა და "აუხსნეს, რომ ეს არ იყო სწორი".

„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 21 მარტს გაიმართა, საბჭოს წევრებმა არხის თანამშრომლების - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს. არხის ადვოკატმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მოცულობითი დასკვნა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ ისე, რომ არანაირ მყარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენდნენ, რის გამოც, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ და ამიტომ ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ქართული ოცნების” ლოიალური სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი ჟურნალისტების დევნას.

ორგანიზაციის შეფასებით, საგანანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების განცხადებების გამო პროკურატურის მიერ საქმის შესწავლა.

ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ

ეს შემთხვევა არ არის იზოლირებული ეს არის ქართული ოცნების მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას. ქართული ოცნების გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგებით.

არსებობს მრავალი შემთხვევა, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც ააშკარავებენ მაუწყებლის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძისა და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის მიმართ პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ უწყვეტ აქციებთან ერთად, მიმდინარეობს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმის საზოგადოებამდე მიტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), აქტიურად ჩაერთოს არსებულ სიტუაციაში. მიუღებელია, რომ EBU- წევრი მაუწყებლის  ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო და პროპაგანდას და დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყოს, ნათქვამია განცხადებაში.

მზად არიან, კოლეგები ანათემას გადასცენ“, - სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 21 მარტის სხდომას, სადაც არხისქართული ოცნებისადა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხისპროკურატურისათვის გადაცემაგადაწყვიტეს.

„ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ბორდის წევრების მსჯელობას.

„დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ „ღირსეულად“ რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც“, - დაწერა ზურაბიშვილმა ფეისბუკზე.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რობერტა მეცოლა - ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში
ლარის კურსი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარია
პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
Reuters - პაპი სიკვდილთან ისე ახლოს იყო, რომ ექიმები მკურნალობის შეწყვეტას განიხილავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics