06:50 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 15:43:59, 1375 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ომს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მოკავშირეებს, განახორციელონ „ახალი ზეწოლა“ რუსეთზე, რათა ბოლო მოეღოს თავდასხმების „ყოველდღიურ რეალობას“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები მის ქვეყანაზე „ყოველდღიურ რეალობად“ რჩება.

მან გაიხსენა ღამით დრონებით თავდასხმა კიევზე, რა დროსაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ასევე, თავდასხმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე.

“ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი ბომბი, თითქმის 1100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მთელი ეს იარაღი შეიცავს მინიმუმ 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სანქციების რეჟიმს გვერდი აუარონ.

საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია - მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics