07:40 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 14:59:49, 570 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - „ვენეციის კომისიის“ დასკვნას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან კავშირი არ აქვს

თვითმმართველობის არჩევნების მარტში შემოტანა, რა თქმა უნდა, „ოცნების“ დღის წესრიგია იმისთვის, რომ გადაფაროს სახალხო პროტესტის მთავარი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნების კუთხით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ახლა საუბარი, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში შედის.

„ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდეც ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა ჰქონდა გამოგზავნილი საარჩევნო კოდექსში ადგილებზე, რომელსაც მაშინ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რომელიც „ოცნებამ“ დაძლია.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას და შიშს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. ოქტომბრის არჩევნების შესახებ საუბარი დღეს, რომელიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ დღის წესრიგი. ჩვენ, აქამდე არცერთი პარტიის დღის წესრიგით არ გვიმოქმედია და რა თქმა უნდა, არც ახლა არ ვიმოქმედებთ“,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს და ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი