|
2025-03-22 11:37:17, 512 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - MEGOBARI ACT-ის მხარდასაჭერად ქუჩაში ბევრი ადამიანის გამოსვლა გზავნილი იქნება ვაშინგტონისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "MEGOBARI ACT"-ის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თბილისში, 22 მარტს, დოკუმენტის მხარდასაჭერად დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მასშტაბური მარში და ქუჩაში უამრავი ხალხის გამოსვლა იმის დემონსტრირება იქნება, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქართველებს ოფიციალურ ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა სურთ.
ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშილის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)