15:20 - 04 Oct, 2026
|
2025-03-22 10:35:49, 649 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს
დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. აღნიშნულით ზურაბიშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე სტუდენტების დაკავებას ეხმაურება. „დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)