10:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 13:54:53, 350 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე

0+0 კვლავაც 0-ია - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე - მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას „დავალების მიმცემი პირი“ პირდაპირ დაავალებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ასეც მოიქცევა.

„სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი დიდი ხანია აღარ არსებობს და დიდი ხანია მას ისევე როგორც დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას, პულსი აღარ ესინჯება. 0+0 კვლავაც 0-ია - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე. მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება. როდესაც ხალხი ვერ მოატყუეს, ამავდროულად ამ დავალებების ჭრილშიც გარკვეულ დეფიციტს განიცდიან, ისინი აწყდებიან კედლებს, ვერ გამოაქვთ დასკვნები საკუთარი ქმედებებიდანაც და ვერ პოულობენ იმ გზას, რომელიც რადიკალებს რაიმე ფორმით საქართველოში წარმატებას მიაღწევინებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მიიღებენ მონაწილეობას - ესე იგი იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის საზოგადოდ გაცხადება. ერთადერთ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ამ აგენტურას დავალების მიმცემი პირდაპირ დაავალებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ შედეგი, ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც არის ერთადერთი - საზოგადოების უნდობლობა და აქედან გამომდინარე ურეიტინგობა და მათი პოლიტიკურ სანაგვეზე ყოფნა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics