|
2025-03-21 11:29:22, 514 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის
ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე - რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ, 31 მარტს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 31 მარტს საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ხალხმა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა უნდა აჩვენოს და არა შიში და სიჩუმე. „ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე. ეს მათი მართვის სტრატეგიაა და ისინი თავის ნებით არცერთზე არ იტყვიან უარს. არიან ისეთები ვისაც არ უნდა ამ სიმართლის დაჯერება, რადგან ის არაკომფორტულია და მოქმედებისკენ გაიძულებს. მარტივია, თვალი დახუჭო, იფიქრო, რომ „ყველა ერთნაირია“ და ჩათვალო, თითქოს ჭაობიდან ვერასდროს ამოვალთ. მაგრამ სწორედ ეს სიჩუმე და უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის ძალადობას. ივანიშვილის რეჟიმი გვიმეორებს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რომ ვერაფერს შევცვლით. მაგრამ ეს ტყუილია - ეს არის მათი ყველაზე ძლიერი იარაღი და ვინც ამას იჯერებს, ისინი აძლევენ ძალას. რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, როცა ხალხი მას არ იღებს. ის ძლიერდება მხოლოდ იქ, სადაც სიჩუმე და უმოქმედობაა. რაც უფრო დიდხანს ვჩუმდებით, მით უფრო სასტიკი ხდება მათი ძალადობა. რაც უფრო ხმამაღლა დავდგებით სიმართლის მხარეს, მით უფრო მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს. ამიტომ, 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არა სიჩუმე, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)