15:19 - 04 Oct, 2026
|
2025-03-20 21:21:14, 1306 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტებმა უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეს, უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. ადგილზე დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერ ჰიმნს აჟღერებენ. "ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს" - სკანდირებენ ისინი. პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, საიდანაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადმოინაცვლებენ და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)