|
2025-03-20 13:49:32, 825 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - გარდაიცვალა ოპოზიცია
ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია - საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ევროკომისიას თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ყველა დანარჩენი პაიკები თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის“. „ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი” და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამათ თავისი გეგმა აქვთ და მათ შორის, საქართველოს დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის გარკვეული ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი კი არ ეშვება იმ იდეას, რომ როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა”. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება - ეს არის ინტერესი და ამის განსახორციელებლად არის ეს პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ აღარ არის - ჩამოაგდო ტახტიდან”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ხვალ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)