|
2025-03-20 11:13:27, 797 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია
სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია, ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია. „რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელმა, მსგავსი ზიზღის ენა გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. მაშინ საჯაროდ მოვუწოდე ელჩს, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ელჩი ამ პასუხისმგებლობას გაექცა. სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია. ამგვარი ზიზღის გამოვლენა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცალკეული რადიკალი აქტივისტის დაზიანებული ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. მას კონკრეტული ამოცანა აქვს – სამიზნეში ამოყვანილი ჟურნალისტის დაშინება, შევიწროება, დათრგუნვა. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი. მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსების შემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)