|
2025-03-20 02:05:05, 1385 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საწინააღმდეგო კანონები
კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საპირისპირო, საწინააღმდეგო კანონები, - v ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომლის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ აღიარებს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს ის, რაც დააორგანიზეს 5 დღის მანძილზე 28 ნოემბრიდან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ძალადობრივი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. „უმძიმესი ვითარება იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ვიდრე არ შევიდა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები პარტიულ ოფისებში, ვიდრე არ ამოიღეს შესაბამისი მასალები და ვიდრე არ მიიღეს ზოგადად შესაბამისი ზომები, მანამდე გრძელდებოდა ეს ნამდვილი ომის იმიტაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)