03:20 - 21 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 01:51:00, 476 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირთან ურთიერთობაში გამოწვევები სერიოზულია, კომუნიკაცია შეზღუდულია

 ევროკავშირთან ურთიერთობაში გამოწვევები სერიოზულია, კომუნიკაცია შეზღუდულია, ყველა ეს უხეში გადაწყვეტილება მიიღებოდა ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  რომლის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ აღიარებს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა ახალმა საგარეო საქმე მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, იყო ის, რომ ხელი გაუწოდა ევროკავშირის ელჩს, მოითხოვა შეხვედრა.

„ამხელა უხეში ჩარევის, საარჩევნო პრინციპების დარღვევის მიუხედავად, საერთაშორისო ვენის კონვენციის დარღვევის მიუხედავად, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, ჩვენი მხრიდან, კონკრეტულად საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, იყო ის, რომ ამ კაცს დაუძახა, რომელიც უხეშად ერეოდა არჩევნებში ჩვენს წინააღმდეგ, დაუძახა და ელაპარაკებოდა რაზე - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა ამისათვის. რაც შეეხება რეფორმების რეკომენდაციებს, საერთოდ არავინ არაფერი რომ არ მოითხოვოს, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და განვაგრძობთ ამ რეკომენდაციების შესრულებას, რეფორმების გატარებას, ოღონდ არა ცესკო-ს დათმობას კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის", არამედ, რეალური ჯანსაღი რეფორმების გატარებას. ამით ვართ მუდმივად დაკავებული. ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მიუხედავად იმ მძიმე პროცესებისა, რაც გამოვიარეთ, არა მარტო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ვართ პატარა სახელმწიფო - ყველაფერს უნდა გავუწიოთ ანგარიში - ვართ პატარა, მაგრამ ამასთან ერთად ვართ, რა თქმა უნდა, ღირსების მატარებელი სახელმწიფო და შესაბამისად - ხელისუფლება. თუ იქნება ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და არა ის, რომ ომში მოსთხოვო ჩართვა და სანქციების დაწესება, რომელიც უკან შემოგიბრუნდება 10%-იანი ეკონომიკური ვარდნით და არა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის" ცესკო-ს გადაცემა და ა.შ. თუ იქნება განსხვავებული, ღირსეული დამოკიდებულება, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის სერიოზული, კომუნიკაცია არის შეზღუდული, ეს არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა ეს უხეში გადაწყვეტილება მიიღებოდა ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ბევრ სუბიექტთან ვართ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ სთხოვდა საქართველოს ომში ჩართვას.

„გაიწვიეს საკუთარი ელჩი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და კინაღამ რევოლუცია მოგვიწყვეს მაგის საფუძველზე. ახლა ვიღაცები რომ ამბობენ, ჩვენ არ ვითხოვდით სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, როდესაც მიიღო ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ ელჩის გაწვევის თაობაზე, პირდაპირ დაასახელა ორი საბაბი - ერთი იყო სანქციების არდაწესება და მეორე იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა ჩვენი მხრიდან უკრაინაში. ეს ხომ არ არის პოლიტიკური საკითხი, რომ ოპოზიციას უნდა შენ გაგაკრიტიკოს და ნებისმიერ შემთხვევაში გაკრიტიკებს, ეს ხომ ეროვნული საკითხი იყო. ასეთ მძიმე ვითარებაში გამოდის უკრაინის ხელისუფლება, ომში ჩართული ხელისუფლება, რომლის გარშემოც არის კონცენტრირებული ყურადღება და ამ ორი საბაბის დასახელებით, იღებს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე. ერთი ადამიანი გამოვიდა და მხარში დაგვიდგა ჩვენ კი არა ხელისუფლებას, სახელმწიფოს დაუდგა მხარში, როცა ასეთი მძიმე, უსამართლო დარტყმა მიაყენა უკრაინის ხელისუფლებამ ქართულ სახელმწიფოს? ვინმე გამოვიდა? ეს არის მათი სახე, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის, ენჯეობის სახე და ეს არის კონკრეტული დიპლომატების სახე, რომლებიც მერე ცდილობდნენ ჩვენთვის ჭკუა ესწავლებინათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესა რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშ იყო: აფეთქებები და ხანძრები ქალაქში (ვიდეო)
ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში ირიბი მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს 3-0 მოუგო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთს 2:0 უგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics