|
2025-03-19 18:43:13, 750 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფონდების დაყადაღებაზე - ეს არის ომი სოლიდარობაზე
მე მინდა პირველ რიგში შევეხო დღევანდელ შექმნილ ვითარებას, იმ ახალ გადაწყვეტილებებს, რასაც ყოველდღიურად იღებს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის, პრაქტიკულად გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ - ასე შეგვიძლია შევაფასოთ ყველაფერი, რაც ხდება და ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართულებას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ,,ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება - ეს არის, პრაქტიკულად ომი სოლიდარობაზე. ის, რაც დაიწყო და რაც საზოგადოების გამოხატულებას სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებული ან სამსახურიდან გაგდებული, ან სრულად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომლებიც ათჯერ აღემატება მათ ხელფასებს - ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან გამოაჩინოს ეს სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარგდენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს არის ის, რაც ეხება ფონდებს და ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ სიტუაციას ბევრი ოჯახისთვის და ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ სხვანაირად და მოვძებნოთ გზები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ადამიანებს '' - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)