|
2025-03-19 18:27:09, 694 ნახვა
პოლიტიკა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - შოკისმომგვრელი ელემენტი იყო პოლიტიკური პატიმრების მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრები
ახალი და საკმაოდ შოკისმომგვრელი ელემენტი იყო პოლიტპატიმრების მშობლებთან შეხვედრები, ერთადერთი მსგავსი ისტორიები ბელარუსი ხალხისგან მომისმენია. ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებისთვის ნამდვილი მებრძოლები ჰყავს. “ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოპოზიციის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს. ჩემი შეხვედრების დროს ახალი და ჩემთვის საკმაოდ შოკისმომგვრელი ელემენტი იყო პოლიტიკური პატიმრების მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრები. ახალი, ვინაიდან წარსულში ჩემი საქართველოში ვიზიტების დროს მათ არასდროს შევხვედრილვარ, არ მეგონა, რომ ოდესმე მათთან შეხვედრა მომიწევდა, ვინაიდან, საქართველოში, ეს ჯგუფი არ არსებობდა. ვფიქრობ, ისინი, სამწუხაროდ, საუკეთესოდ წარმოაჩენენ ამ ქვეყნის მიმართულებას. უპირველეს ყოვლისა ის, რომ გყავთ ნამდვილი მებრძოლები, თავისუფლებისთვის ნამდვილი მებრძოლები. ყველა ჩვენგან მოსწონს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ჩვენი ბრძოლა ხშირ შემთხვევებში სოციალურ მედიაში, ვიდრე სხვაგან. ამ შემთხვევაში კი თავისუფლებისთვის ბრძოლა ძალიან რეალურია. ძალიან რთული იყო ისტორიების მოსმენა, მსგავსი ისტორიები ერთადერთი ბელარუსი ხალხისგან მომისმენია,” - განაცხადა ლანდსბერგისმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)