|
2025-03-19 16:50:03, 712 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციაში სრული ქაოსია, სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე
ოპოზიციაში სრული ქაოსია, სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე, ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები კინკლაობაზე არიან გადასული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, „ევრობიუროკრატები დაკავებული არიან გაცილებით მასშტაბური საკითხებით, ვიდრე რადიკალური ოპოზიციისთვის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვებაა“. „ნაციონალური მოძრაობა“ შეშინებულია, მით უმეტეს, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გამო. ბოლომდე გამარგინალიზებულია და თითქოს, რაღაც ახალი დღის წესრიგის შეთავაზებას ცდილობენ. თან მათი უცხოელი უფროსებისგან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ „მესიჯბოქსებიც“ აღარ მიდის, რადგან ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები დაკავებული არიან გაცილებით მასშტაბური საკითხებით, ვიდრე რადიკალური ოპოზიციისთვის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვებაა. სრული ქაოსია. სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე. ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები კინკლაობაზე არიან გადასულები. ოთხივე პარტიის შემადგენლობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოირჩევიან. ვიდრე ახალი ინსტრუქცია წამოვა, თავიანთი ინსტრუქციებით გამოდიან, მაგრამ როგორც კი უცხოეთიდან ახალი ბრძანება იქნება, ისინი ამას დაემორჩილებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)