2025-03-17 18:30:13, 286 ნახვა
ბიძინას რეჟიმი მოქალაქეთა უპრეცედენტო ტერორზე გადავიდა
ოცნების უზურპატორი რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების უპრეცედენტო ტერორზე გადავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა, რომ ხალხმა ნოემბრიდან მოყოლებული დაინდო და დრო იხელთა ყველა უკმაყოფილო ადამიანის გასანადგურებლად. დიქტატორული გადაწყვეტილებები დღეს მოქალაქეთა წინააღმდეგ კი არა, მედიის წინააღმდეგასაც იქნა მიმართული. უზურპატორმა რეჟიმმა ონლაიმ მედიასაც შემოუტია, „ოცნების“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, „მედიის კანონს“ დაემატება ჩანაწერი ონლაინმედიის რეგულირებისთვისაც. მისივე თქმით, მეორე მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, შინაარსი კიდევ უფრო დაზუსტდეს. „როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუყწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს. წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც: ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინზე ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება. ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომენტის და ინტერნეტჰოსტინგს“, – თქვა გორდულაძემ. მისივე თქმით, მეორე მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, შინაარსი კიდევ უფრო დაზუსტდეს. გორდულაძემ დააზუსტა, რომ ეს არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, შეეხება ორგანიზაციებს, „რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას“, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, აქვთ ვებგვერდი ან აპლიკაცია. ახალგაზრდა იუნგერი გორდელაძე რომელიც ოცნების და პუტინის ხელისუფლების სამსახურშია აუცილებლად მოხვდება განსასჯელის სკამზე როგორც ქვეყნის დემოკრატიის ძირის გამომთხრელი. ამათან ცნობილი გახდა, რომ რუსული ინტერესების გამტარებელმა პროკურატურამ რამდენიმე ფონდი დააყადაღა. საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღაბესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! - მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს, - ამის შესახებ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებას ეხმაურება. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, „როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე“. „არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა! პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს! „ქოცებს“ რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს“, - წერს ჟორჟოლიანი. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც. "კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი. დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით - გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი „არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ჯერ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით, ახლა კი ყველა ფონდი, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა დააყადაღეს. ამასთან, გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს რომ “გასაკვირი არაფერი აღარაა“. „დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით: მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, შემდეგ მანამდე მისჯილებს დაამატეს, შემდეგ ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი. ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება - იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ "შეურაცხყოფილი თოვლი". არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა. მაგრამ, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი "არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია“,- წერს გვარამია. „ფონდების ეშინიათ და სწორადაც! - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ელენე ხოშტარია წერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და „ფროსფერითი ჯორჯიას“ დაყადაღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად. „ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის. როცა ვიცით, რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც“, - წერს ხოშტარია.
|
რედაქტორის რჩევით
ბიძინას რეჟიმი მოქალაქეთა უპრეცედენტო ტერორზე გადავიდა
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა
![]() ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|