07:37 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 20:00:02, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება

კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ცნობები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა „ალყაში მოქცევის“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის იქმნება. დღის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა…

ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს,” - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, დმიტრი ლიხოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსების მიერ პირველად არ ხდება კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. მან გაიხსენა, რომ 2024 წლის 25 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, თითქოს კურსკის ოლქში „ორი ათასი უკრაინელი სამხედრო იყო ალყაში მოქცეული“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics