2025-02-28 17:58:02, 503 ნახვა
რუსეთის სპეცსამსახურები, ოცნების მთავრობის დამხმარე რგოლად
![]() პარტია „ქართული ოცნება“ რომელიც ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში კანონიერად რჩება, ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურის განცხადება მათთვის დახმარების რგოლი არაა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახური. ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად ევროკავშირი ცდილობს განავითაროს ქუჩის საპროტესტო აქტივობა საქართველოში. "მიმდინარეობს მცდელობა განავითაროს ქუჩის საპროტესტო აქტივობა საქართველოში, რაც უნდა გახდეს "პროევროპული შეხედულებების სტაბილურობის დასტური უბრალო ქართველებში". ევროკავშირი ნებისმიერ ფასად აპირებს საქართველოს დააბრუნოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურმა. „SVR-ის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ნებისმიერ ფასად მიზნად ისახავს „საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს.“ ბრიუსელის ევრობიუროკრატია არ დაუშვებს ამ „დასავლეთის გავლენის მნიშვნელოვანი დასაყრდენის დაკარგვას ამიერკავკასიაში“, ნათქვამია ანგარიშში. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა საქართველოში დემონსტრაციებისთვის თანხა გამოყო - ანტისამთავრობო აქციების თითოეულ მონაწილეზე 120 ევრომდე, "ევროკავშირის წარმომადგენლობას თბილისში გამოეყო მნიშვნელოვანი თანხები დემონსტრაციების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების თითოეულ მონაწილეს 120 ევრომდე ანაზღაურება აქვს დაგეგმილი "სამუშაო" დღეში", - ნათქვამია განცხადებაში. სამსახურში დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობის შემთხვევაში, დაბლოკოს ევროკავშირის მიერ დივერსიული ქმედებების დაფინანსების არხები, მუშავდება ვარიანტი სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ვალუტის მიტანის. "ევროკავშირის პროგრამის "საქართველოს ახალგაზრდობა ევროპისთვის" ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს შესთავაზებენ 50 ათას ევრომდე გრანტს "პროგრესული" პროექტების განსახორციელებლად. თანხების გამოყოფის მთავარი კრიტერიუმი არის ავტორების ლოიალობა დასავლეთის მიმართ", - დასძინა პრეს-ბიურომ. აღნიშნულია, რომ ბრიუსელის მიერ კონტროლირებადი ქართული და ევროპული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებულია ბლოგერების, ჟურნალისტების, IT სპეციალისტების „ტვინების გამორეცხვაზე“, ხოლო რუსი გადაადგილების ზღაპრებით „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობებზე“ და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრორუსული პოლიტიკის ვექტორის ჩიხზე. პარტია „ქართული ოცნება“ რომელიც ამტკიცებს რომ ხელისუფლებაშია, რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებას დახმარების რგოლად არ აღიქვამს გია ვოლსკი ამჯერადაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ნარატივს ავითარებს და ისიც ირწმუნება, რომ თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში 93-ე დღეა დგანან, დაფინანსებულები არიან. რუსეთში რა განცხადებებს აკეთებენ ერთია. რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, ვკითხულობთ თუ არ ვკითხულობთ, ფაქტი სხვა არის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ამ ფაქტებს ხან დაემთხვევა განცხადებები, რომელიც გარკვეული მიზნისთვის კეთდება, ხან არ დაემთხვევა. ჩვენ ფაქტს ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულები არიან. მათი მხრიდან კიდევ ჯგუფები ფინანსდება, რომლებიც გამოდიან და პიროტექნიკას ესვრიან პოლიციას". - განაცხადა გია ვოლსკიმ. მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის მსახურებისა და ოკუპანტი რუსეთის იდენტური მესიჯბოქსისა, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ რუსულ მედიას არ ეცნობიან და არ აქვთ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადებების შესახებ. მე არ ვიცი, როდის ემთხვევა და როდის არა. არ ვაკვირდები არც რუსულ მედიას და არც რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ბოლო წლებს რომ გადავხედოთ, სამწუხაროდ, ისეთი ტიპის განცხადებები არის, რომლებიც ძაბავს სიტუაციას და პირდაპირ ოპოზიციის წისქვილზე ასხმას წყალს". - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, აღარანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ეჭვისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ევროკავშირი დღიურად 120 ევროს ოდენობით აფინანსებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს. „როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ძალადობას აპროტესტებენ, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ სივრცეს ეჭვისათვისაც, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იმ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს დაზვერვა და ეს დღესავით ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ისინი დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავს მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან. „მოკლედ რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვას - ეს არის სრულიად ყალბი ინფორმაცია. რაც შეეხება უფრო ვრცელ განცხადებას - ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავენ მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა. ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან“, - განაცხადა ანუარ ელ ანუნმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს. „დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
![]() რუსეთის სპეცსამსახურები, ოცნების მთავრობის დამხმარე რგოლად
![]() თოვლში ჩაკეტილი საქართველო: ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ბრალდებებს ცვლიან, ხალხი დახმარებას ითხოვს
ომი უკრაინაში![]() მაკრონი - არსებობს აგრესორი – რუსეთი. არსებობს მსხვერპლი – უკრაინა
![]() რუსებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|