|
2025-02-25 13:57:05, 550 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!
დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს. გვაქვს მსხვერპლი - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებას. მისი თქმით, ასეთ დროს ქვეყანაში საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს და ყველა ქვეყანაში არსებული რესურსი სტიქიის ზონებში უნდა მობილიზდეს. „ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან! დღეს რა ხდება?! - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია! დღეს, ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ! ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი, რუსული ხელისუფლება!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)