|
2025-02-25 12:11:12, 422 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ, სახელმწიფო ყველა ზომას იღებს
ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ - სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სრულად არის მობილიზებული რათა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს. „რაც შეეხება სტიქიას, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. პროგნოზის თანახმად, ორი დღე იქნება კვლავ თოვლი. სახელმწიფო სრულად არის მობილიზებულია რათა სხვადასხვას დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს, კომუნიკაცია შედგეს, ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი. ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც ამ დროს გვაქვს სახეზე“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)