03:46 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 15:59:22, 657 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი - საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დაგეგმილი დებატები ძალიან მწვავე იქნება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება, ეს ვალდებულება, პირველ რიგში, არის დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ადამიანის უფლებების დაცვა - დღეს, საქართველოში არსებული ვითარება აიძულებს ეუთოს, იმსჯელოს საკითხებზე, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან უხეშად ირღვევა! - ეს განცხადება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიგი წერეთელმა ვენაში გააკეთა, სადაც პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დებატები ძალიან მწვავე იქნება.

“დღეს საქართველოში არსებულო ვითარება აიძულებს ეუთოს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს, რომ იმსჯელოს ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ მწვავე იქნება დებატები იმისათვის, რომ შეიცვალოს ვითარება საქართველოში და საზოგადოებას, ვინც პროტესტს გამოხატავს, დაინახონ მათ გზა მომავალში და პირველ რიგში ეს არის ახალი არჩევნები, ახალი დემოკრატიული პროცესის დასრულება პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics