|
2025-02-21 11:47:04, 713 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერი გიგი წერეთელი ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრებიან. პარტიის ლიდერების ვენაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარტიის ლიდერები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტს და სპეციალური წარმომადგენელს კავკასიის საკითხებში ლუიშ გრაკას შეხვდნენ. როგორც თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობისაა „ქართული ოცნების“ არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება. „დღეს შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ისევე, როგორც მისი კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიაში, რომლებმაც ცოტახნის წინ გააუქმეს ვიზიტი საქართველოში იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ გამოეყენებინა მათი ვიზიტი ლეგიტიმაციისთვის. მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ასევე ის, რომ ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დამნაშავეების დასჯა, რომლებიც ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)