|
2025-02-20 12:31:29, 445 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - დონალდ ტრამპის განცხადებები „ხალხის ძალის“ კომენტარებს ერთი ერთში ემთხვევა
ველოდები საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეაქციას დონალდ ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებები „ხალხის ძალის“ კომენტარებს ერთი ერთში ემთხვევა. „ჩვენ მართალს ვამბობდით, როცა ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინაში ომი არ უნდა დაწყებულიყო და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო. როცა ვამბობდით, ომი უნდა გაჩერებულიყო და მშვიდობა ყოფილიყო, სიტყვა მშვიდობის გაგონება არ უნდოდათ. „გლობალური ომის პარტია“ რომ არსებობს, ეს დღეს ამერიკულმა საზოგადოებამ ტრამპის არჩევით დაადასტურა. შეგიძლია, ნახოთ ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ერთი-ერთშია „ხალხის ძალის“ კომენტარებთან. საგარეო პოლიტიკაზე ჯერ დონალდ ტრამპის განცხადებები იხილეთ და შემდეგ „ხალხის ძალის“ წერილებს ჩახედეთ. მაინტერესებს, ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება მოიხდის თუ არა ბოდიშს ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო. ველოდები ამერიკის საელჩოს რეაქციას დონალდ ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)