04:43 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 15:39:26, 475 ნახვა

პოლიტიკა
„ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი - მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამაღლობელს ამ გადაწყვეტილებისთვის

მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის-ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე, - ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ნესტან ცეცხლაძემ აღნიშნა, ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში.

„მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები, რათა ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში. ის მუდმივად ითხოვდა „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანას. მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, - აღნიშნა ნესტან ცეცხლაძემ.

შეგახსენებთ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics