|
2025-02-18 13:15:26, 429 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე რუსეთ-უკრაინის ომზე - უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა
,,2022 წლის თებერვლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს, სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად, ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რომ ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარებს არ წამოგებოდა - ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან NATO-ს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ხან მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ, უკრაინა ამ სატყუარებს წამოაგეს. სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობო მონაწილეობის მიუხედავად, ვერც ევროკავშირისა და ვერც NATO-ს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარებაც დღეს უკვე ვალად დაუთვალეს. ხალხი და ტერიტორიები დაკარგეს. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და ხალხის ძალა სწორედ ამიტომ შეიქმნა'' - თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)