|
2025-02-18 10:22:55, 457 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას სამი ძირითადი პრინციპის გარშემო: მამული, ენა და სარწმუნოება
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლიბერალებს აკრიტიკებს, რადგან ისინი ცდილობენ „მსოფლიო მოქალაქის“ შექმნას. ეს იდეოლოგია საქართველოშიც ვრცელდება, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ტოლერანტობის განსახიერებაა და სჯერა, რომ საქართველოს მოდელი შეიძლება, სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს. „ლიბერალური იდეოლოგიის მიზანი ადრე იყო „მსოფლიო მოქალაქის“ ფორმირება. ჩვენ კი, ამის საპირისპიროდ, მივიღეთ კანონი ჩვენი მოზარდების, ასევე ოჯახური და მორალური ღირებულებების დასაცავად ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. და როცა ვამბობ, რომ საქართველო შეიძლება, იყოს შთაგონების წყარო, არ მინდა, ეს გაზვიადებულად ჩანდეს. თქვენ, ალბათ, იცნობთ ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელიც ლიბერალებს აკრიტიკებს, რადგან ისინი ცდილობენ „მსოფლიო მოქალაქის“ შექმნას. ეს იდეოლოგია საქართველოშიც ვრცელდება. როდესაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი კანონი ჩვენი მოზარდების დასაცავად, ჩვენმა კონსტიტუციამ აჩვენა, თუ როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, ისევე როგორც უმცირესობების უფლებები. ჩვენ ასევე მივიღეთ კიდევ ერთი კანონი, რათა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და მოზარდების უფლებები ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღკვეთით. არ მსურს, რომ ეს გზავნილი ამპარტავნულად გამოჩნდეს, მაგრამ საქართველო ტოლერანტობის განსახიერებაა. ამ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ დგას. ჭორები ამას ვერ შეცვლის. ფაქტები აშკარაა და მჯერა, რომ საქართველოს მოდელი შეიძლება, სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები მიუთითებს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის მიმართულებები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. „როგორც პარლამენტარს მკაცრი პოზიციები მქონდა. როგორც პრეზიდენტი, ეს სხვაგვარადაა. მე პარტიებზე მაღლა ვდგავარ. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ღირებულებების, მშობლებისა და ოჯახის დაცვას. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები მიუთითებს, რომ ეს მიმართულებები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველომ აღარ უნდა დაუშვას უცხოელი მინისტრების ჩარევა არჩევნებსა და ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაერთიანდეს სამი ძირითადი პრინციპის -მამული, ენა და სარწმუნოება, გარშემო. „დიახ, საქართველომ უნდა დაამარცხოს ვოკიზმი. ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ მათ მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც 8 ან 9 წლის ბავშვს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლის შესახებ. ჩვენ გვაქვს რესურსები: ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას, როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, რათა გავერთიანდეთ სამი ძირითადი პრინციპის გარშემო: მამული, ენა და სარწმუნოება. საქართველო ყოველთვის იბრძოდა გადარჩენისთვის. მას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ჩვენი ქრისტიანული რწმენა მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს იდენტობასთან. ჩვენ ღვთისმშობელი გვიცავს. ისტორიის გარკვეულ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო არ ჰქონია. ამ გაურკვეველ დროში ქართველები საკუთარ თავს ღმერთსა და სამშობლოს შორის ბუნებრივ კავშირად მიიჩნევდნენ, რათა დაეცვათ თავიანთი ქვეყანა. ბევრი წმინდანი გვყავს, ამ მოწამეებმა თავი შესწირეს მტერთან ბრძოლას მომავალი თაობებისთვის მომავლის შესანარჩუნებლად. მათთვის მთავარი იყო, როგორც დიდმა ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა და სარწმუნოება. ეს სამი სვეტი კვლავ აქტუალურია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარეობს ჩემი ოპტიმიზმი: ქართული საზოგადოება შეძლებს ცივილიზაციის ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)