|
2025-02-17 15:58:04, 645 ნახვა
პოლიტიკა
დღეს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა
დღეს, 17 თებერვალს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა. ახალი მოძრაობის წარდგენა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ძეგლთან გაიმართა. მათი ცნობით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება, რომელზეც მოძრაობის შიგნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. „მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას. მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში”, – აღნიშნავენ დამფუძნებლები. „ეს არ არის სპონტანური ინიციატივა. არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. დღეს, ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს”, – ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები. ამ ეტაპზე მოძრაობა 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც იზიარებს მის ღირებულებებსა და პრინციპებს.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)