|
2025-02-17 14:12:31, 450 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა, თურნავას შეიძლება მძიმედ დაუჯდეს
პოლიტიკოსის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, სებ-მა ბანკი ქართუ შეგნებულად, ივანიშვილის დავალებით დააჯარიმა, "რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა". "2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ბანკი ქართუ 64 ათასი ლარით და ეს ფაქტი მაშინვე გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ამავე წელს ეროვნულ ბანკს ქართუბანკი დაუჯარიმებია 200 ათასი ლარით და ამის შესახებ მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესიდან, რომელსაც ივანიშვილი უჩივის. ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა. ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეგნებულად დააჯარიმა მისივე ბანკი, რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა. საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)