|
2025-02-17 13:54:23, 427 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე - ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა
ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს - ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, საიდანაც გიორგი გახარიათი უკმაყოფილო ძალიან ბევრი იქნება და ვიღაცამ შესაძლოა, სწორედ ასე გამოხატა უკმაყოფილება. „ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, როდესაც ჩართული ტელეფონებით აქტივისტები, თითქოსდა გულანთებული მოქალაქეები, მიდიან ხოლმე დეპუტატებთან და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გულანთებული მოქალაქე რატომღაც არის ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, ან რომელიმე NGO-ს თანამშრომელი. ჩვენ გვყავს მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო ბატონი გახარიას ნაბიჯებითაც, დანარჩენი ოპოზიციონერების ნაბიჯებითაც. ვიღაცამ შეიძლება ასე გამოხატოს თავისი უკმაყოფილება, ვიღაცამ სხვანაირად, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ თუნდაც ასეთი ტიპის ქმედებებისგან,“ - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)