07:39 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 19:22:29, 496 ნახვა

პოლიტიკა
დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - მოქალაქეები ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

„დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“ და „გათავისუფლდნენ პატიმრები“ - ამ მოთხოვნით მოქალაქეები ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

მსვლელობაში მონაწილეობენ, როგორც მოქალაქეები, პოლიტიკისები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები და პოეტები.

აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა სპეციალურად წერილები დაწერეს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მიმდინარე აქციებზე პროტესტის დროს დააკავა პოლიციამ.

წერილები სპეციალურ ყუთში მოათავსეს, რომელსაც ეწერა “ მიწერე წერილი რეჟიმის პატიმარს და მოიტანე “ევროპის მოედანზე”.

მოქალაქეების წერილები შემდგომში ციხეში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: “მზია იცავს ღირსებას - ჩემსას, შენსას და ჩვენსას”, “ოლიგარქს და ავტორიტარიზმს არა საქართველოსგან”, “ხორუმი აქ არის”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics