|
2025-02-14 13:11:10, 417 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია არის ცარიელი ქაღალდი
ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია არის ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვები და მას არანაირი ფასი არა აქვს - ფასი და სამართლებრივი ძალა არა აქვს თავად ევროკავშირისათვის, რადგან ის შესასრულებლად სავალდებულო არ არის! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. მახაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებისათვის” ვერანაირი ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს”. “დოკუმენტში არის არაერთი დეზინფორმაცია, ტყუილი, საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგადად, საქართველოზე არის უსამართლო შეტევა. თავად ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტებმა არაერთხელ ამხილეს ტყუილში ევროპარლამენტის რეზოლუციები. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ამ დოკუმენტს ჩვენთვის ფასი არა აქვს! რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ - ეს არის იერიში ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს და მათზე იერიშის მიტანას ამიტომ ცდილობენ. ამიტომ გაილაშქრეს კონკრეტულ მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ემსახურება და პირიქით, სიცრუესა და დეზინფორმაციაში ამხელენ. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია კი არის დადასტურება იმისა, თუ როგორ უხარიათ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა და შტურმი. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდი ხანია პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობას გასცდა და არის პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევის ანატომია. როდესაც შენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს - ვიზალიბერალიზაციას თუ ნებისმიერ სხვა მიღწევას უტევ, ამით საკუთარი სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვი”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)