|
2025-02-13 17:03:29, 582 ნახვა
23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
რუსეთის სკოლებში ზარს დროებით შეცვლიან ჯგუფ "ლიუბეს", ოლეგ გაზმანოვისა და დენის მაიდანოვის სიმღერებით, რომლებიც უკრაინასთან ომის მხარდასაჭერადაა შექმნილი. ამის შესახებ იუწყება გამოცემა "აგენტსტვო". სიმღერებს ჩართავენ 23 თებერვლამდე - 23 თებერვალს რუსეთში სამშობლოს მცველთა დღე აღინიშნება. თებერვალში სამი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. დოკუმენტებში, რომლებიც სიმღერების შერჩევას აღწერს, მომღერალ ოლეგ გაზმანოვის სიმღერა "ოფიცრები" დახასიათებულია, როგორც "ომის ბედის, მშვიდობის ფასისა და მოვალეობის სიღრმისეული და გამჭოლი გააზრება", რომელიც არ ახდენს "ომის იდეალიზაციას" და წარმოაჩენს მის "მძიმე სიმართლეს". სიმღერა "დედასამშობლო", რომელსაც ასრულებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საყვარელ ჯგუფად მიჩნეული, ომის მომხრე "ლიუბე", ანოტაციაში "სამშობლოს სიყვარულის ჰიმნადაა" მოხსენიებული. კომპოზიცია "ჩემი სახელმწიფოს დროშა" ეკუთვნის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, დენის მაიდანოვს, რომელსაც ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული. სკოლებში ამ სიმღერის ჩართვის მართებულობა ახსნილია იმით, რომ ეს კომპოზიცია "წარმოადგენს პატრიოტულ ნაწარმოებს, რომლის მთავარი იდეაა საკუთარი ქვეყნის ერთგულება და მისით სიამაყე, ასევე გამძლეობა რთულ დროში". პროექტი "მუსიკა ზარის ნაცვლად" რუსეთის სკოლებში 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, მაგრამ, როგორც გამოცემა "აგენტსტვო" აღნიშნავს, ადრე სასწავლო დაწესებულებებში ძირითადად საბავშვო სიმღერებს რთავდნენ, საბჭოთა დროში შექმნილი კომპოზიციების ჩათვლით. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთში გააქტიურდა სახელმწიფო პროპაგანდა ბავშვებს შორის. სკოლებში სასწავლო კვირა იწყება ჰიმნის შესრულებით და დროშის აღმართვით, შემოტანილია დამატებითი სავალდებულო სასწავლო საათები სახელად "საუბრები მნიშვნელოვანზე". მის ფარგლებში ბავშვებს უყვებიან "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" - რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ასე მოიხსენიებს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს. შემუშავებულია საომარი წვრთნის დაწყებითი კურსი, შექმნილია ახალი პროსახელისუფლებო სტრუქტურა "პირველების მოძრაობა", გააქტიურებულია სამხედრო-პატრიოტული გაერთიანებების მუშაობა. 2025 წლის დასაწყისში პუტინმა განათლების სამინისტროს დაავალა კლასგარეშე საკითხავი წიგნების ნუსხაში შეიტანონ "თანამედროვე ავტორების პატრიოტული ლიტერატურა".
თურქეთსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ინციდენტი საბერძნეთის საჰაერო ძალების პოსტის შემდეგ
უკრაინამ გამოაცხადა ნოვოროსიისკში ოთხი S-400 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის და ზაპოროჟიეში რუსული სამხედრო მატარებლის განადგურების შესახებ
შსს-მ GAMA-ს მებრძოლის, ნიკოლოზ Crazy ბოკელავაძის წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყო
უკრაინულმა დრონებმა „როსნეფტის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
TXN Energy (ყოფილი “ფრონტერა”) ლობირებს აშშ-ში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებას.
სამართალი ოცნებისეულად - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა „როსნეფტის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
რუსული დრონითა და სარაკეტო იერიში კიევზე: 1 გარდაცვლილი და 24 დაჭრილი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)