|
2025-02-13 12:17:42, 312 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა
დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლის ლეგიტიმურობას ოპოზიცია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს, ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. „დავასრულეთ ჩვენი ვიზიტი, დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა. საინტერესო სამიტი იყო, გვქონდა შეხვედრების საშუალება. გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)