|
2025-02-13 11:17:51, 450 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული
ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას ევროპარლამენტში კენჭს თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე უყრიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ამბობს, რომ სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული. მისივე თქმით, არ ახსოვს ევროპარლამენტს ასეთი მკაცრი რეზოლუციის ტექსტი ოდესმე მიეღოს.
ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი. კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომუკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი. დღეს "ქართული ოცნებისთვის" მძიმე დღეა - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას შესაძლოა, დამაჩქარებლის ეფექტი ჰქონდეს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოქმედებაზე ინდივიდუალურად გადავიდნენ. ეს საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე მწვავე დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)