|
2025-02-12 17:51:07, 396 ნახვა
პოლიტიკა
პეტრას აუსტრევიჩუსი - ვიმედოვნებ, რომ პაველ ჰერჩინსკი იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალებისა და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ
ვიმედოვნებ, რომ პაველ ჰერჩინსკი იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერებთან, ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან და ევროპარლამენტარებთან დანიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისა და პროევროპული კურსის დაცვა. „ვფიქრობ, ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში მოვლენების თავისთავად მოგვარდება. ჩვენ პრაქტიკული მოქმედებები და გადაწყვეტილებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, მე დავიწყე ევროკავშირის ელჩით, პაველ ჰერჩინსკით, რომელიც თბილისშია. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ. ასევე დავიწყე ევროკომისარ მარტა კოსით და უმაღლესი წარმომადგენლით, კაია კალასით. მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ჩვენ არ შეგვიძლია მოცდა, დრო არაფერს აგვარებს. როგორც ვხედავთ, თბილისის რეჟიმი აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას ხალხის წინააღმდეგ შემზღუდავი და რეპრესიული სისტემის დაწესებით. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ვუღალატებთ საკუთარ პრინციპებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვქონდა ევროკომისიის ახალი სამუშაო პროგრამა 2025 წლისთვის, დაიწყეთ საქართველოდან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)