|
2025-02-11 10:44:31, 398 ნახვა
პოლიტიკა
უწყვეტი პროტესტის 76-ე დღე: პროევროპული აქცია/მარშის განრიგი
უწყვეტი პროევროპული აქცია/მარში გრძელდება. დღეს, 11 თებერვალს, აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მოქალაქეები პროტესტის 76-ე დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პროტესტის მიზანი უცვლელია, გაათავისუფლონ აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. 11 თებერვლის პროტესტების განრიგი: თბილისი: 13:00 საათი, საპროტესტო აქცია რეჟიმის წინააღმდეგ - დღის მოძრაობა! მეტრო ვაჟა ფშაველა 19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! საზოგადოებრივ მაუწყებელთან 20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: სამშაბათი - სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორი რუსთაველის გამზირი ქუთაისი: 19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს! ცენტრალური მოედანი ბათუმი: 19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 76-ე დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდი: 18:00 საათი, წინააღმდეგობის 76-ე დღე! სამხარეო ადმინისტრაცია თელავი: 12:00-14:00 საათი, დისკუსია: მიმდინარე პროტესტების შედეგების ანალიზი ვაჟა ფშაველას ქ. 3 18:00 საათი, საპროტესტო აქცია! მერია გორი: 17:00 საათი, საპროტესტო აქცია საკრებულოსთან ახმეტა: 17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 76-ე დღე! მერია ახალციხე: 18:00, არა რუსულ რეჟიმს! შოთა რუსთაველის ძეგლთან
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)