2025-02-07 00:03:52, 1269 ნახვა
მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო - როგორ ამცირებს ქალებს პოლიცია
![]() ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი 1 თებერვალს, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას იხსენებს და წერს, რომ პირადი ჩხრეკისას ქალმა პოლიციელებმა მას ტანსაცმლის სრულად გახდა მოსთხოვეს. აქტივისტი წერს, რომ ეს იყო "პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა". "პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის", - წერს იგი. ნენსი ვოლანდის თქმით, პოლიციელებმა მისი სახლიდან ბაბუის ნაქონი ფირის კამერა წაიღეს, ასევე ამოიღეს სახლის სათვალთვალო კამერაც, რომელიც მისივე თქმით, "პირად კადრებს შეიცავს". "სახლში მქონდა ბაბუაჩემის ნაქონი ორი 60იანი წლების ძველებური კამერა, რომელშიც ფირიც კი არ იყო. როცა მკითხეს რა არის, ვუთხარი და ალბათ ჩემს თვალებში ან ხმაში განსაკუთრებული სიყვარული დაინახეს და ეგრევე სტაცეს ხელი, რომ უფრო გავეტეხე ფსიქოლოგიურად. წაიღეს სახლის კამერა, რომლითაც პაწიკოებს ვუყურებდი, როცა სამსახურში ან აქციაზე ვიყავი, შესაბამისად ეს კამერა ჩემს პირად კადრებს შეიცავს. [...] მეორე წრეზე წამართვეს ტექნიკა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ფინანსური მდგომარეობისთვის და ზუსტად იციან ეს. ამჯერად ჩემი კომპიუტერიც, რომელშიც ყველა ჩემი ნახატი ინახება და ის პროექტი რომელზეც ვმუშაობდი. საბენიეროდ, სასწაული ადამიანები მყავს გარშემო და მადლობა რომ ამ ასპექტში ჩემზე იზრუნებთ, ამას აუცილებლად დაგიბრუნებთ, შეიძლება არამატერიალურად, მაგრამ აუცილებლად", - ჰყვება ის. აქტივისტის თქმით, გეგმავს ცოტა ხნით პროცესებს მოწყდეს და დაისვენოს. "ეს იმისთვის რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ ეგონოს ვინმეს რომ გავჩერდები, უბრალოდ სადღაც ვხვდები, რომ უკვე იმაზე მეტ პასუხიმსგებლობას მაკისრებს ბევრი ადამიანი, ვიდრე შემიძლია და დარწმუნებული ვარ რომ ვერ გავუმართლებ მოლოდინებს". ნენსი ვოლანდის ამბავს გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც დაწერა, რომ ჩხრეკისას გაშიშვლების თემა ომბუდსმენის ანგარიშებშიც ასახულა. ლომაჯრია მოქალაეებს მიმართავს, რომ არავის აქვს უფლება, მათ გაშიშვლება მოსთხოვონ და მისივე შეფასებით, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას.
"უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ. სახალხო დამცველის ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით. მესმის, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ. მათ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მაგრამ, ქალებო, იცოდეთ, რომ არავის აქვს უფლება გაგაშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია. მოითხოვეთ სპეციალური დეტექტორით შეგამოწმონ და აუცილებლად მოგვაწოდეთ ამ ფაქტებზე ინფორმაცია უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ დავიცავთ თქვენ კონფიდენციალურობას! ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ჩხრეკის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებმა რამდენიმე შეკვრა გაიტანეს და მათ შორის ძველი მობილური ტელეფონებიც წაიღეს, ბინაში შევიდა უცნობი პირი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიციის განყოფილებაში იძულებით წაყვანას ცდილობდა. ნენსი ვოლანდი მათ არ გაყვა. შოთა თუთბერიძის თქმით, პირი, რომელიც ნენსი ვოლანდის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობდა, დაიმუქრა, რომ წინააღმდეგობის გამო, მათ რაღაც სხვის მოფიქრება მოუწევდათ. შემდეგ, პოლიციამ ნენსი ვოლანდის სახლში მიიტანეს უწყება, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით.
ზელენსკი- ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და ახლა შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი
რუბიო - ახლა რუსეთმა მშვიდობის სურვილი უნდა გამოიჩინოს
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
ცნობილია დოჰაში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის დეტალები
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაში![]() შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
![]() ცნობილია დოჰაში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის დეტალები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|