|
2025-02-06 16:36:51, 971 ნახვა
პოლიტიკა
იაპონური მედია - საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი, ტოკიოში საქართველოს ელჩს შეხვდა
იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება, რომ საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა. გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია "ივანიშვილის უფროსი შვილის", უტა ივანიშვილის სახე. Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება". გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედია საშუალება წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში. სტატიაში ასევე, ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების - ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციებისგან ქონების გადამალვის მიზანს ემსახურება. ეს ინფორმაცია 2025 წლის იანრვარში რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)