|
2025-02-06 15:21:03, 2469 ნახვა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ - სახდეპი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების გლობალური ტრანსპორტირებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და სხვა ევრაზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის მარშრუტებით ევროპაში ხვდებიან. "2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალურმა ნარკოკარტელებმა საქართველოში ახალი მარშრუტები ჩამოაყალიბეს, რომელთა საშუალებითაც ოპიოდებისა და სინთეზური ნარკოტიკების ტრანსპორტირება ხდება ევროპიდან თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ პროცესებმა რეგიონში ნარკოტრაფიკის დინამიკა შეცვალა და საქართველო კვლავ კრიტიკულ საკვანძო წერტილად აქცია. აშშ განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2023 წლის ივლისში შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას. 2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. მაისში აშშ-ის მხარდაჭერით, იდენტიფიცირდა ირანიდან ფოთის პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერი, სადაც 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. 2023 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიღებულ იქნა ახალი ნარკოპოლიტიკის სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებასა და მიწოდების კონტროლს. ასევე, შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც ნარკოტიკების ახალი ტენდენციების მონიტორინგს ემსახურება,"- ნათქვამია დოკუმენტში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)