|
2025-01-31 12:59:07, 386 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იყო რაღაც გლობალური ინტერესები, რასაც უკრაინა შეეწირა
ჩვენ რასაც ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რისთვისაც გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. „არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, 100 000-ობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)