|
2025-01-30 16:57:05, 866 ნახვა
პოლიტიკა
გაბრელიუს ლანდსბერგისი - მზია ამაღლობელი ძლიერი სიმბოლოა იმ ბრძოლისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა "ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მზია ამაღლობელის შიმშილობის ფაქტზე ისაუბრა. ლანდსბერგისის განცხადებით, მზია ამაღლობელი ძლიერი სიმბოლოა იმ ბრძოლისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში. მისივე შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა პირველ რიგში კარგად წარმოადგენს ადამიანის ძალას, რომელიც პროტესტის ამ ფორმას იყენებს. ,,ეს ძალიან მკაცრი ფორმაა პროტესტის. მგონია, რომ ეს პირველ რიგში კარგად წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ამ ფორმით გამოხატავს პოზიციას და თუ ადამიანი მზად არის, თავი გაიღოს ასეთი ქმედებით, ეს მართლაც ძალიან ძლიერ სიგნალს გადმოსცემს. მგონია, რომ ამაღლობელი ძლიერი სიმბოლოა იმ ბრძოლისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში." -აღნიშნა ლიეტუველმა დიპლომატმა ,,ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. გაბრელიუს ლანდსბერგისთან ვრცელი ინტერვიუ ''ექსპრესნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-19 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)