|
2025-01-30 14:18:59, 374 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ. მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა. „ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა, გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა და ატარებდე მუნდირს, მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია, ვინც მზადაა, დაუფიქრებლად გაწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. ფასდაუდებელია თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი. თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თითოეული სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა. ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ვერავინ შეძლებს, შეარყიოს ქართველი ხალხის ნება. გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც, სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ამიტომ, მსურს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაგაჯილდოოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა. პრემიერმა შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ღირსების ორდენზე წარდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ვახტანგ გომელაურს და სხვებს სანქციები დაუწესა. მან მაშინ ისიც თქვა, რომ იმ პირებისთვის, რომლებმაც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებიდან რაიმე ფინანსური დანაკლისი მიიღეს, "ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას".
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)