|
2025-01-30 11:22:12, 384 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - PACE-ის რეზოლუცია ახალი არჩევნების მოთხოვნით უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ვაშაძის თქმით, ეს პრეცედენტი შესაძლოა გადამდები გახდეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნებისათვის, რომლებიც ამ გზით საქართველოს ახალ არჩევნებში მხარდაჭერას გამოუცხადებენ. „ფაქტობრივად, პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც შეიძლება სამაგალითო გახდეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნებისათვის. ამით ახალი არჩევნების მოთხოვნაში ჩვენ უფრო ფართო მხარდაჭერას მოვიპოვებთ. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგი – უწყვეტი პროტესტის, რაც ქუჩებში მიმდინარეობს, და ჩვენი ერთიანობის გამოძახილი. პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის ერთიან ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა სრულიად ახალი პროცესი იწყება“, – განაცხადა ვაშაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ PACE-ის რეზოლუციამ „ქართული ოცნების“ დელეგაციის ყველა შესწორება უარყო, მათ კი არცერთი მხარდამჭერი არ აღმოაჩნდათ: „ქართულ ოცნებას“ არცერთი მხარდამჭერი არ ჰყავდა. მათი შესწორებები კენჭისყრაზე დაყენებულიც კი არ ყოფილა, რადგან არავინ დაუჭირა მხარი. მათ საკუთარი თავი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციეს. შესაბამისად, აპრილამდე ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვოთ და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული წარმომადგენლობა ჰყავდეს.“ ვაშაძის თქმით, PACE-ის გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭოს ფარგლებში სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობის უფლება მნიშვნელოვნად შეეზღუდა: „ამ დოკუმენტით „ქართულ ოცნებას“ შეეზღუდა მონაწილეობა ევროსაბჭოს ყველა იმ ფორმატში, სადაც ეს ორგანიზაცია წარმოდგენილია – იქნება ეს სადამკვირვებლო მისიები, შეფასების ჯგუფები თუ სხვა. მათთვის მხოლოდ სიმბოლური მონაწილეობაა დატოვებული, სანამ ახალ არჩევნებს არ დანიშნავენ. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, საბოლოოდ მათ მანდატსაც შეუჩერებენ. დარწმუნებული ვარ, რომ აპრილამდე ქვეყანაში სრულიად ახალი ვითარება გვექნება. ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. PACE-ის რეზოლუცია და კენჭისყრის შედეგები PACE-მა 134 დეპუტატის მონაწილეობით გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს დელეგაციის მანდატები დროებით, 2025 წლის აპრილამდე, განახლდა, თუმცა გარკვეული პირობებით. ასევე, უარყოფილ იქნა „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ წარდგენილი ყველა შესწორება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)