|
2025-01-30 09:48:23, 370 ნახვა
ტრამპი გუანტანამოს ყურეში 30 000 არალეგალი კრიმინალი მიგრანტის გაგზავნას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ათიათასობით უსაბუთო კრიმინალი მიგრანტის დასაკავებლად გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შესაბამისი დაწესებულების მომზადების შესახებ, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ტრამპის თქმით, პენტაგონს დაავალებს, მოამზადოს გუანტანამოს ყურე 30 000 "არალეგალი კრიმინალი უცხოელის" დასაკავებლად. „ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დავავალო თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების უწყებებს, დაიწყონ 30 000-ადგილიანი მიგრანტების დაწესებულების მომზადება გუანტანამოს ყურეში“, - განაცხადა ტრამპმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს და არა აღმასრულებელ ბრძანებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, გუანტანამოში 30 000 საწოლია განთავსებული იმ დაკავებულების დასაბინავებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის საზოგადოებას. „ზოგიერთი მათგანი იმდენად ცუდია, არც კი ვენდობით მათ ქვეყნებს, რომ შეაჩერებენ, რადგან არ გვინდა მათი დაბრუნება. ვაპირებთ მათ გუანტანამოში გაგზავნას“, - აღნიშნა ტრამპმა. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ტრამპის გადაწყვეტილებას გუანტანამოში 30 000 მიგრანტის გაგზავნის შესახებ „სისასტიკე“ უწოდა. „სისასტიკის აქტით, აშშ-ის ახალი მთავრობა აცხადებს გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ათასობით მიგრანტის დაპატიმრებას, რომლებსაც ძალით აძევებს და მათ წამებისა და უკანონო პატიმრობის ცნობილი ციხეების გვერდით განათავსებს“, - აღნიშნა მიგელ დიას-კანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)