|
2025-01-29 22:23:36, 590 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ დღეს გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა
ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, - აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სტრასბურგიდან ჩაწერილ ვიდეომიმართვაში. სამადაშვილის თქმით, ეს არის დიდი გამარჯვება იმ ხალხის, რომლებიც თვეებია ქუჩაში დგანან. „მოგესალმებით სტრასბურგიდან, სადაც ახლახანს დასრულდა კენჭისყრა. ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის მოთხოვნას – გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. „ქართული ოცნების“ დელეგატების აქ ჩამოსვლა სრული კრახით დასრულდა. ისტორიაში პირველად, დელეგაციის აკრედიტაცია ვერ შედგა. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს არ მიუღიათ სრული აკრედიტაცია. მათ ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ამ დარბაზში შესვლის უფლება. ჩამოართვეს მათ უფლება იმუშაონ კომიტეტებში, დელეგაციებში, იყვნენ მომხსენებლები. ფაქტობრივად, მათ ყველა უფლება გაუუქმეს, გარდა ამ დარბაზში შესვლისა. ეს შეზღუდული უფლებები მათ აპრილამდე დარჩებათ. თუ აპრილამდე არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ დანიშნავენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს შეზღუდული უფლებებიც გაუუქმდებათ. მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი გამარჯვება იმ ხალხის, რომლებიც თვეების განმავლობაში ქუჩაში იდგნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციას. ეს არის საერთო გამარჯვება. ჩვენ ერთად ბრძოლით მივაღწევთ ქვეყნის გათავისუფლებას რუსული რეჟიმისგან. ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“, – აცხადებს სამადაშვილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)