|
2025-01-29 12:12:23, 428 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ცოტა გაუგებარია ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელის სოლიდარობასთან დაკავშირებით
ცოტა გაუგებარია ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელის სოლიდარობასთან დაკავშირებით - ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას, თუ რას ნიშნავს ეს ნამდვილად არ ვიცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის „ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ურჩევს, შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც ბოჟაძე ამბობს, ამაღლობელს შეუძლია საკუთარი თავი და სიმართლე სასამართლოზე დაიცვას. “მე ქალბატონ მზიას მინდა ვურჩიო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მას ჰყავს ადვოკატები და შეუძლია დაიცვას საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას სოლიდარობასთან მიმართებაში, ცოტა გაუგებარია. ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას თუ რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ არ გაგვიკეთებია არც ერთ განცხადება, როცა პოლიციელების წინააღმდეგ იყვნენ დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები, ახლახან გერმანიის მოქალაქეები და ა.შ. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს. ყველა ქვეყანაში პოლიცია არის ხელშეუხებელი, მათ შორის, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ევროკავშირმა ეს ძალიან კარგად იცის, თუმცა ის ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსებითაც, ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არ არის მისასალმებელი. ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი პრინციპი. ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე დაცული. ასევე, ქალბატონ მზიას პენიტენციურ სისტემაში აქვს მკურნალობის და ნორმალური პირობების საშუალება და ამაზე გაკეთდა უკვე განცხადებები. ასევე, მას აქვს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და უფლებები, მათ შორის, სასამართლოში,“ - განაცხადა ბოჟაძემ.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)