|
2025-01-28 21:09:40, 453 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ის მონიტორინგის კომისია ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს
PACE-ის მონიტორინგის კომისია ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს - საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომისია ავრცელებს სამუშაო დოკუმენტს.
შემდგომში, მონიტორინგის კომისია ასამბლეას ორ ვარიანტს სთავაზობს: პირველი ვარიანტის თანახმად, საქართველოს დელეგაციის მანდატები იქნება რატიფიცირებული იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: • დაიწყებენ „ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს“ შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; • გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; • დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების დარღვევებს; • შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და ექნება შესაძლებლობა საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდეც. მონიტორინგის კომისიის მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება. ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
ზელენსკი: რუსეთმა თურქული გემი დაბომბა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავდა
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)